20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"ვირუსული ინფექციის გავრცელების ზრდა შეჩერებულია," - ზაზა სოფრომაძე

გრიპის ვირუსთან დაკავშირებთ დღეს კომენტარი გააკეთა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

მისი განმარტებით, ვირუსული ინფექციის ზრდა შეჩერებულია.

„მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავდით, მიღწეულია, ანუ ზრდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერებულია. დღეისათვის სტაბილური მონაცემები გვაქვს. ეს არ არის ეპიდემია. განტვირთულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. ბოლო ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებთ 180 სკოლაში დღეისათვის შეჩერებულია სწავლა", - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები