საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები გრძელდება, თუმცა ნალექმა დღეიდან იკლო. დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები მცირე თოვლს ელოდებიან.
უკვე მოსული ნალექის გამო კი სხვადასხვა რეგიონში 200 სკოლა დროებით დაიხურა. 195-ში კი სწავლა 3 დღით გრიპის ვირუსის გამო შეწყდა.
„27 და 28 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე თოვლი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება დღესაც და ხვალაც. ყინვებს დღეს საღამოს ვინარჩუნებთ, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა 29-30-ში მოიმატებს და ეს ყინვები შერბილდება,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.