20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმემ მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნა - Human Rigths Watch-ი ანგარიშს აქვეყნებს

Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საუბარია რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე, რომელიც ანგარიშის მიხედვით ისევ პრობლემად რჩება. ეს არის შერჩევითი სამართლის პრობლემა, ოპოზიციაზე ზეწოლა, პრობლემები მედიაზე.

ანაგარიშის მიხედვით საქართველოს არ გააჩნია სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულებათა გამოძიების ქმედებითი დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც ხშირად იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას.    

"2015 წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ არამდგრადი იყო. ყოფილი თანამდებობის პირების სავარაუდო სამართალდარღვევათა გამოძიება კითხვებს აჩენდა იმის თაობაზე, გამოძიება ამ საქმეების შინაარსიდან გამომდინარეობდა, თუ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წარმოადგენდა.

კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება. მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნა რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს დახურვამ და დავამ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის საკუთრებასა და მართვაში ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩარევის თაობაზე", - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადევბაში. 

უფლებადამცველის, გიორგი გოგიას თმქით, ანგარიშში გამოყოფილია ის პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ კიდევ არის ქვეყანაში. 

"აქ გამოყოფილია მთელი რიგი ის გამოწვევები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ კიდევ არის ქვეყანაში. მათ შორის არის ე.წ. შერჩევითი სამართლის პრობლემა, ოპოზიციაზე ზეწოლის პრობლემები, მათ შორის, გამოყოფილია რამდენიმე თავდასხმის ფაქტი ოპოზიციის ოფისებთან დაკავშირებით და მათი არასათანადო გამოძიება. ასევე აღნიშნულია მედიის თავისუფლების მხრივ არსებული სიტუაციის პრობლემები, მათ შორის რუსთავი 2-ის ქონებრივი დავის საკითხები“, - განაცხადა უფლებადამცველმა გიორგი გოგიამ. 

დღის ამბები