20 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მოსახლეობა ვალუტის გაუფასურებას მთავრობის უმოქმედობას აბრალებს

ეროვნული ვალუტის ყოველდღიურ გაუფასურებას მოსახლეობა მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ფონზე მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ლარის კურისის გამყარებას ამ ეტაპზე არ ელოდებიან ექსპერტები. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბიუჯეტო თანხის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო. მათი განცხადებით მთავრობამ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე უნდა იზრუნოს.

ლარის გაუფასურების მიზეზებს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაში ხედავს ოპოზიცია. მათი განცხადებით მთავრობას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით სამოქემედო გეგმა არ გააჩნია. 

ლარის ყოველდღიურ გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს უმრავლესობა. დეპუტატებისთვის ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას აგრძელებს. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები