გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად 28 იანვარი გარდაბანში უქმე დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ გარდაბნის მოსახლეობა არჩევანს მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის გააკეთებს. დანარჩენმა პარტიებმა აღნიშნულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და საკუთარი კანდიდატები არ წარადგინეს.
ქართული ოცნებიდან გარდაბნის გამგებლობისთვის გოჩა ჯამარაული, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი იბრძოლებენ.