20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აჭარასა და გურიაში კვლავ რთული ვითარებაა

თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აჭარასა და გურიაში რთული ვითარება რჩება. ინტენსიური თოვის გამო სამტრედია-ქობულეთის მონაკვეთზე და რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე და გომბორის უღელტეხილზე.

თუმცა, ზვავსაშიშროების რეჟიმი ამ დრომდე რჩება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მისაბმელიან ტრანსპორტს გადაადგილების უფლება ამ დრომდე არ აქვს ნაქერალას უღელტეხილზე.

დღის ამბები