ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 49 წლის მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით ჯიმშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში შეშის ჩამოსატანად იყო წასული.
როგორც ცნობილია რუსმა სამხედროებმა ტიელიძე ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ტიელიძის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.