თბილისის მეტროპოლიტენის 11 თანამშრომელი, რომლებიც მეტროს დაარსებიდან მუშაობდნენ დღეს დააჯილდოვეს.
საპატიო თბილისელის ტიტული გადაეცა ლამარა აბაშმაძეს, რომელმაც დედაქალაქის მეტროს დაპროექტებაში მიიღო მონაწილობა. საზეიმო მიღება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეტროს 50 წლისთავის აღსანიშნავად თბილისის მერმა გამართა. მიღების შემდეგ, დავით ნარმანიამ რუსთაველის მეტროს ფოიეში გამოფენაც დაათვალიერა.