20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
H1N1 - გარდაცვალების მეექვსე შემთხვევა და ვირუსით ინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკა

35 წლის მამაკაცი გამთენიისას ქობულეთში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, H1N1-ით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში იმ დროს მიიყვანეს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

გრიპის ვირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი თბილისში.

ბოლო 6 კვირის განმავლობაში ეს უკვე გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა. გაზრდილია ვირუსით ინფიცირების სტატისტიკაც.

გრიპის ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სამედიცინო ცენტრები. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ საოჯახო ექიმების ჯგუფებიც.

ვირუსული შემთხვევების მატების გამო პრევენციული ღონისძიებებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგს ატარებს, თუკი მომდევნო კვირაშიც სტატისტიკური მონაცემები მოიმატებს შესაძლოა იძულებითი არდადეგები სკოლებში კიდევ გაგრძელდეს.

დაავადების გავრცელების ახალი სტატისტიკა ორშაბათს გამოქვეყნდება. ბოლო მონაცემებით კი ყოველი 100 ათასი მოქალაქიდან 332-ს H1N1 აღენიშნება. 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ლაშა მუმლაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები