გაგარინის მოედანზე ამ დრომდე შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისის მერია კი პასუხისმგებლობას იმ ქუჩის შესახებ იხსნის, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა, თანხა კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ახლადდაგებული გზის საფარი წყლის მილის გახეთქვის შედეგად დღეს დაზიანდა. თბილისის მერი როგორც გზის, ისე წყლის მილის შეკეთებაზე სრულ პასუხიმსგებლობას კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს აკისრებს.
ჟვანიას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები კორუფციული ბრალდებების მიზეზი არაერთხელ გახდა. ნაციონალური მოძრაობა მერიას თანხის გაფლანგვასა და გზის უხარისხოდ შეკეთებას ედავებოდა.
დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური პრობლემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გაჩნდეს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, დავით მაისურაძე.