ბიზნეს კლიმატი, საგადასახადო რეფორმა და მთავრობის დამოკიდებულება კერძო სექტორთან, ეს იყო განხილვის მთავარი თემა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი ესწრებოდა.
დახურულ რეჟიმში კომპანიების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს კითხვებითაც მიმართეს. შეხვედრას ესწრებოდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, რომელიც საკონსულტაციო საბჭოს წევრია. შეხვედრაზე რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს.
"მან თქვა, რომ ეხლა უკვე შეიძლება დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას რუსთავი 2-ის საქმე. ჩვენი შეკითხვა იყო-აბა მანამდე რა ვითარება იყო?-ანუ ეს არის აღიარება ერთისმხრივ, არ უარუყვია მას, მან თქვა, რომ რადგან ეს მედიაა და გამოხატვის თავისუფლება თავის შინაარსით არის პოლიტიკური, საქმეც იყო პოლიტიკური. ჩვენ დავსვით ასევე შეკითხვა სარეკლამო ბაზარზე. სწორედ მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს იქნა ეს ძალიან ცუდი ჩვენი ბიზნესისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიღებული. მან თქვა, რომ მზად არის მოისმინოს ჩვენი წინადადებები,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრემიერმინისტრმა კი აღნიშნა, რომ მან მოისმინა ყველა პრობლემურ საკითხზე არსებული შენიშვნები და განმარტა, რომ თითოეული მათგანი მოინიშნა და დავალების სახით მიხედავს მათ.