გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების პირველადი შედეგები ღამის პირველის ნახევარზე ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ გააცნო.
იმ დროისთვის დათვლილი იყო მხოლოდ 37 უბნის შედეგები და არსებული მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატს ხმების 67,49 % ქონდა მიღებული, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს კი 32,51 %.
ცესკოს თავმჯდომარემ დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადად მხოლოდ პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა, რასაც ხელი არ შეუშლია ამომრჩევლებისთვის თავისუფლად მიეცათ ხმა.