რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
როგორც ამბობენ, თუ ჯიმშერ ტიელიძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ, მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ მის გასათავისუფლებლად თანხა გადაიხადონ.
ოჯახის ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი სოფელ ზერტის მიმდებარე ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული, რა დროსაც დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისვის.