მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარისის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ტემპერატურის მატების გამო ზვავსაშიშროებაა, რის შედეგადაც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არაგვისპირი-გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ასევე გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 37 -50 კმ მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახვერადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-182 კმ. მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 3- ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე მ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.