წყალტუბოში ღამის 4 საათიდან სანატორიუმი იწვის, სადაც დევნილები იყვნენ ჩასახლებული. თვითმხილველების ცნობით ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იმყოფება. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, შენობის ერთ ფლიგელში 500 კვადრატული მეტრია დამწვარი. ამ ფლიგელში 2 ოჯახი ცხოვრობდა. მოხუცი ქალბატონი მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს.
ერთერთმა დაზარალებულმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ცეცხლი მესამე სართულიდან დაიწყო და მთლიან შენობას მოედო. მისი თქმით, დაშავებული არავინაა, თუმცა დაიწვა საცხოვრებელი სახლები.
სანატორიუმი "იმერეთი" წყალტუბოში სულხან საბას ქუჩაზე მდებარეობს. იქ დევლნილთა 20 ოჯახია ჩასახლებული.