საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ისაუბრა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით.
დავით სერგეენკოს შეფასებით, ამ დორისთვის ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. გამოძახებების რაოდენობა შემცირებული.
„დაავადების სიხშირე, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გაზრდილია, ეპიდემიის, ანუ კასკადური ზრდის დაავადებების საშიშროება დღეის მდგომარეობით არ დგას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, წამლების შეღავათიან ფასად დარიგების პროგრამასთან დაკავშრებით.
„იაფ მედიკამენტებზე მიწვდომადობა, მრავალფაქტორიანია. მე მიჭირდა ყოველთვის, კონკრეტული თარიღი მეთქვა, თუმცა ახლა შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და დღეს არის დაგეგმილი პირველი აქტივობა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ეს იქნება მზარდი აქტივობები,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.