20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მერია პრეპარატ "ჰერცეპტინს" დაუფინანსებს

ძუძუს კიბოს მქონე ქალბატონებისთვის პრეპარატ ჰერცეპტინს თბილისის მერია დააფინანსებს, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 3 მილიონი ლარი. პაციენტებს პრეპარატის 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხის 80 პროცენტი აუნაზღაურდებათ.

„ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასს არ აღემატება ისინი მთლიანად დაფინანსდებიან, ანუ სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტი, ხოლო სხვა დანარჩენს დაუფინანსდება 80%. ძალიან სერიოზულ შედეგებს ველოდებით ერთი მხრივ იმისათვის, რომ დაავადების პრევენცია მოხდეს და მეორეს მხრივ გადავარჩინოთ ძალიან ბევრი ადამიანი,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები