არასრულწლოვნების ქვეყნიდან გაყვანის რეგულაციები იცვლება. უკვე მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც მკაცრდება საზღვრის კონტროლი. არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ძალოვან უწყებებს ნინო ახალაძემ მიმართა. ახალგაზრდა ქალი თვეზე მეტია ბავშვის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მამამ ქვეყნიდან დედის ნებართვის გარეშე გაიყვანა.
10 წლის ბავში მამამ მისი ნებართვის გარეშე საქართველოდან წაიყვანა. პირველადი ინფორმაციით მოზარდი ნიცაში იმყოფებოდა, თუმცა ახალაძის ინფორმაციით არც ბავშვი და არც მისი მეუღლე საფრანგეთში არ არიან.
ნინო ახალაძის არასრულწლოვანი შვილის ქვეყნიდან დედის ჩუმად გაყვანა მთავარი მიზეზია, რის გამოც მოქმედ კანინში ცვლილება შევა. ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. ახალი რეგულაციებით არასრულწლოვანი საზღვარს ორივე მშობლის ნებართვის გარეშე, ერთი მეურვის თანხლებით ვეღარ გადაკვეთს.
ავტორი:დავით ქაშიაშვილი