20 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
სამთო კურორტებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება

სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან ერთად მალე საჯარიმო სანქციებიც ამოქმედდება. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე დღეში პარლამენტს გადაეგზავნება. ახალი რეგულაციების თანახმად კანონდამრღვევებს ჯარიმები დაუწესდებათ. პირველ ეტაპზე ახალი რეგულაციები მხოლოდ გუდაურში მოქმედებს, მომავალი სეზონიდან კი ყველა ზამთრის კორორტზე გავრცელდება.

პირველი დარღვევისას ტურისტი გაფრთხილებას მიიღებს თუ 100 ლარიან ჯარიმას სქი პატრულის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ადმინისტრაციული ჯარიმები ბურანით და სკუტერით მოსარგებლეებს დაუწესდებათ. ახალი რეგულაციის მიხედვით ამ საშუალებით სიარული აიკრძალება სასრიალო ტრასაზე, 16 წლამდე მოზარდებისთვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტებისთვის. ჯარიმების გადახდა იმ მოთხილამურეებსაც მოუწევთ, რომლებიც ტრასაზე საფრთხეს შექმნიან.

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები