თბილისში, მოსკოვის გამზირზე გაზის ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა. ოთხი მათგანი მცირეწლოვანია.
ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოჯახის 2 წევრი მსუბუქად არის მოწამლული. სამი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი ბავშვი კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.