მეხუთე დღეა, კინემატოგრაფისტების 30-კაციანი ჯგუფი უშგულშია ჩარჩენილი.
ჯგუფის წევრების ინფრაოცმიით, კალადან უშგულისკენ მიმავალ გზაზე 10 დღის წინ ზვავი ჩამოწვა, რის შესახებაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინვე შეატყობინეს, თუმცა ამ დრომდე გზა ისევ ჩაკეტილია.
კინემატოგრაფისტების განცხადებით, მათ ამოეწურათ მედიკამენტები და ყინვების გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
„ჩვენ ვიღებდით ფილმს და 4 დღის წინ მოვრჩით გადაღებას. მანამდე, ზვავი რომ ჩამოწვა, რა თქმა უნდა, დავურეკეთ აქაურ მთავრობას, გამგებელს და შეგვპირდა, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება, გავწმინდავთო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ მუშაობს ტრაქტორები, იმიტომ რომ გაფუჭებულია. ერთ საათში გაირკვევა კიდევ, გაუგებრობაში ვართ, თუ ნამდივალდ გაიწმინდება გზა. ძალიან სიცივეა და მთელი ჯგუფი ცუდად გავხდით,“ - განაცხადა ფილმის პროდიუსერმა, ვლადიმერ კაჭარავამ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით კი, კინემატოგრაფისტები აზვიადებენ და ისეთ რთულ ვითარებაში არ იმყოფებიან, როგორზეც საუბრობენ.
მისი ინფორმაციით, გზა საღამომდე გაიწმინდება.