20 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ბიძინა კუჭავას ავტომობილში ნაპოვნი იარაღი გარდაცვლილს ეკუთვნის - პროკურატურა

ბიძინა კუჭავას მანქანის განმეორებითი დათვალიერებისას ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა პროკურატურაში. უწყების ინფორმაციით, ის ბიძინა კუჭავას ეკუთვნის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებულია კიდევ 3 ცეცხლსასროლი იარაღი. ერთ-ერთი, რომლიდანაც საქართველოს ხმის დამფუძნებელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ამოღებულია პოპოვების მანქანიდან. კიდევ 2-ის მდებარეობა კი როგორც ოჯახისთვის, ასევე პროკურატურისთვის უცნობია.

პროკურატურა არ ადასტურებს კუჭავების ოჯახის ინფორმაციას, რომ ცაგარელის ქუჩაზე მანქანა ღია მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

უწყების განმარტებით, ექსპერტებმა დაკეტილი ავტომობილი სპეციალური საშუალებებით გააღეს, მნიშვნელოვანი ნივთების ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, რის შემდეგაც მანქანა დალუქეს და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს.

დღის ამბები