facebook და instragram-ის მომხმარებლები იარაღის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ, ვინაიდან სოციალურმა ქსელებმა მსგავსი შინაარსის განცხადებების გამოქვეყნებაზე აკრძალვა დააწესეს.
აქამდე facebook-ით იარაღის გაყიდვის უფლებას მხოლოდ იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, ვინც ადმინისტრაციას შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს წარუდგენდა. თუმცა, ახალი რეგულაციით სოციალური ქსელები ყველა განცხადებას დაბლოკავენ, რომელიც იარაღის გაყიდვას შეეხება.
facebook-ის და instragram-ის ხელმძღვანელობებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბარაკ ობამამ გახშირებული თავდასხმებისა და სროლების ფაქტების გამო, ქვეყანაში იარაღის გაყიდვაზე კონტროლი გაამკაცრა.
გასულ წელს facebook-მა ანალოგიური აკრძალვა მედიკამენტებისა და ნარკოტიკების გაყიდვაზეც დააწესა.