პარტიზანი მებაღეების დღევანდელ აქციას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვაკის პარკის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნება-არდაბრუნებაზე თბილისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
დავით ნარმანიას თქმით, თუკი სასამართლო ვაკის პარკის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსს დაუბრუნებს, მერია მზად არის, მშენებარე კომპანიას ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
„სასამართლო გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რა გზით უნდა წავიდეთ. ჩვენი მხრიდან ამ ეტაპისთვის რაიმე გასაუქმებელი ან რაიმე გადაწყვეტილება მისაღები არ არის. თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ჩვენ მზად ვართ, ალტერნატიული ტერიტორია შევთავაზოთ. თუმცა, ეს იმდენად ძვირადღირებული ტერიტორიაა, რომ მიმდებარედ ასეთი ალტერნატივა არ არსებობს," - ამბობს ნარმანია.