6-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრი იხნსება. თუმცა, საზეიმო ღონისძიების პარალელურად ხელოვნების ამ დარგის მოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმეს, რომლითაც, ერთი მხრივ, თეატრის, როგორც თავისუფელბის სიმბოლოს, აღდგენას აღნიშნავენ, მეორეს მხრივ კი, იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ გახსნის დღეს ოპერის დარბაზში მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევით არის შესაძლებელი.
სკვერში შეკრებილ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, სპექტაკლს დაასწრებოდნენ, რადგან როგორც ცნობილია, ამ სპექტაკლისთვის ბილეთები არ გაყიდულა. მოსაწვევები კი ფონდ ქართუს გადაეცა, რომელმაც ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტუქცია დააფინანსა.
„საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ, სამწუხაროდ, შედგენილი იყო ე.წ. „ღირსეულთა სიები“, რომლებიც შიგნით უნდა შესულიყვნენ, შემდგომ ეს სიები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპერის მოყვარულთა მნიშნელოვანმა ნაწილმა ვერ მოახერხა შიგნით ყოფანა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა.
ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუმრები უკვე იკრიბებიან. თეატრი დღეს სპექტაკლით აბესალომ და ეთერი გაიხსნება.
სპექტაკლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი და ასევე მთავრობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.