ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 350 ადამიანია დასაქმებული.
საამქროში ამბობენ, რომ ახალი კადრების მოსამზადებლად თანხაა საჭირო, თუმცა სახელმწიფომ პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დაფინანსება ისეთ სამკერვალო ფაბრიკას მისცა, რომელსაც ჯერ საწარმოს გასახსნელად ტერიტორიაც კი არ გააჩნია.
სამკერვალო კომპანია, რომელმაც სახელიმწიფოსგან დაფინანსება მიიღო, ჯეო ემტექსია. მისი დამფუძნებელი კი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ძმაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯეო ემტექსისთვის შეკვეთების მიცემის შეთავაზება სახელმწიფოსგან მიიღო კომპანიამ, რომელიც უკვე წლებია, ლაურა ღაჭავას ფაბრიკასთან თანამშრომლობს. ეჯერიას წარმოამდგენელი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ფონდში კომპანია ეჯერიასთან კავშირს არ უარყოფენ, თუმცა რომელიმე კონკრეტული საამქროს ლობირებას გამორიცხავენ.
ავტორები: თათია ხორბალაძე, ლევან მელიქიძე