მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონის მოსახლეობა იმ მიწის ნაკვთების დაკანონებას ითხოვს, რომელიც 13 ინვრის შემდეგ უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ მარტვილის რაიონში ინვენტარიზაციის გზით 1000 ჰექტარი მიწის ფართობი სახელმწიფომ დაირეგისტრირა.
ნაკვეთებს ადგილობრივებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.
ადგილობრივები მიწის სახელმწიფოსთვის დათმობას არ აპირებენ და მოთხოვნების დაუკმყოფილებლობის შემთხვევაში, დავის დაწყებას სასამართლოში გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში მიწების 70% რეგისტრირებული არ არის.
მიწის ახალი რეგისტრაციის მიხედვით, რასაც მთავრობა გეგმავს, შესაძლოა, დაურეგისტრირებელი მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს. დროებით მოსარგებლეებს ერთწლიანი ვადა აქვთ საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად.
სახელმწიფოს მიწების მიტაცებასა და საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს საპარლამენტო ოპოზიცია და მიწის დაკანონების რეგულაციის შეჩერებას მოითხოვს.
სახელმწიფოს მხრიდან მიწების მიტაცების ფაქტს გამორცხავენ საპარლამენტო უმრვალესობაში და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რეგულაციით ხელისუფლება მიწის საკუთრებების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
მმართველ გუნდს ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების გლეხებისთვის დაკანონებას სთხოვს.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ემა გოგოხია