20 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ოპერის თეატრში პრეზიდენტის ადგილი ქართუს გადასცეს - გიორგი მარგველაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას არ დასწრებია

საქართველოს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრის პირველ სპექტაკლს არ დასწრებია.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო ლოჟაში ადგილები "ქართუ ჯგუფს" გადასცეს, პრეზიდენტს ადგილი კი დარბაზში,  მთავრობის სხვა წარმომადგენლებისგან მოშორებით შესთავაზეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი სპექტაკლზე არ მივიდა.

როგორც კურიერთან პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი სპექტაკლს ხვალ, რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრება.

დღევანდელ სპექტაკლს ასევე არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვლი. ცნობლია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც, გაუგზავნეს მოსაწვევი, თუმცა თეატრში არც ის მისულა.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, განცხადებით, ე.წ. საპრეზიდეტნო ლოჟა გაუქმდა და ამ ადგილს აღარ დაიკავებენ ოფიციალური პირები და მთავრობის წარმომადგენლები.

 

დღის ამბები