ოპერისა და ბალეტის თეატრში 6 წლის შემდეგ პირველი სპექტაკლი აქციის ფონზე გაიხსნა. შენობის გარეთ ოპერის მოყვარულები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს ის, რომ მათ საშულება არ მიეცათ, სპექტაკლს დასწრებოდნენ, რადგან მასზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი და ბილეთები არ გაყიდულა.
მათი შეფასებით, დახურული ჩვენებები საბჭოური გამოციდელებაა და ამის წინააღმდეგ თეატრის გარეთ შეკრებილებმა მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს.
„ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა საბჭოთა მემკვიდრეობისგან. აღარ უნდა ეწყობოდეს დახურული პრემიერები, ჩვენებები. ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ პრივილეგირებული წრისთვის. დღევანდელი დღე უნდა აღენიშნა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან უყვარს ოპერა,“ - განაცხადა აქციის მონაწილე ნინია კაკაბაძემ.