ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში მოხდა, რისი მიზეზიც დაგვიანებული მკურნალობა გახდა. გარდაცვლილი პიროვნება მამაკაცია. ბოლო მონაცემების თანახმად ეს ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის 100 ათას ადამიანზე გრიპის ვირუსის 350 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხეს არ ქმნის.
შეგახსენებთ, რომ H1N1-ის ვირუსის ლეტალურად დასრულების ფაქტი 28 იანვარსაც დაფიქსირდა. ხუთშაბათის მონაცემებით ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანი იყო გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი - H1N3-ით.