მოქალაქეებმა, რომლებიც სვანეთიდან მაშველებმა გამოიყვანეს გასული ღამე მესტიაში გაათენეს.
30 კაციანი გადამღები ჯგუფი დიდთოვლობის გამო უშგულში ჩარჩა. სტიქიის გამო მათ დასახლებაში დარჩენა დამატებით კიდევ რამდნეიმე დღე მოუწიათ. გადამღები ჯგუფის წევრები ადგილორივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პრეს-კონფერენციის მოწყობას აპირებენ.
„გამგებელი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ჩვენ წამლებით მომარაგებული ვიყავით, მობრძანდა მხოლოდ წამოსვლის დღეს, იყო ნასვამ მდგომარეობაში. 4 დღე გვაყტუებდა, მეხუთე დღეს, როდესაც ჩაერია გუბერნატორი მაშინ გამოჩნდა. გვეუბნებოდნენ რომ არ დარეკოთ არავისთან არაფერი არ თქვათ თქვენ გზა გაგეხსნებათ. მიგდებული ყავთ ეს ხალხი,“-განაცხადა ფილმის წარმოების მენეჯერმა დალი ნარიმანიძემ.
ადგილორივი ხელისუფლების მხრიდან დამატებითი კომენტარები კურიერის მცდელობის მიუხედავად არ გაკეთებულა.
ფოტო:არქივი