20 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"ეს არის შერჩევითი სამართლის ძალიან ტიპიური ფორმა,"-ენმ-ს ქუთაისის ოფისი მათ დაჯარიმებაზე საუბრობს

ქუთაისის მერია საქალაქო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის ადგილორივი ოფისის დაჯარიმების შუამდლომლობით მიმართავს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი აივანზე გამოტანილი ორი ბანერია, რომლითაც ისტორიული უბანი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა მახინჯდება - შესაბამისად ირღვევა კანონი.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ამის შესახებ მერიას ისინი არ გაუფთხილებია და მზად არიან ბანერები შეთავაზებული ესკიზების მიხედვით შეცვალონ.

“წარწერა „არა გასპრომს“ დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო რამოდენიმე თვის უკან იგივე ფასადის დაზიანება და ისტორიული ძეგლის ნუსხაში შეტანილი კარების ჩამოღება, მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმით. ეს არის შერჩევითი სამართლის ძალიან ტიპიური ფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ  არა ქუთაისის, თვითმმართველობა იყო ამის შემოქმედი, არმედ ის ორგანოები, რომლის ნებართვის გარეშეც არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება იმ შენობაში, რომელსაც ქუთაისის მერია ჰქვია“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბანერის ჩამოხსნის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ეს არ გაითვალისწინეს.

“ეს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ნებისმიერი ბანერის გაკვრა აკრძალულია. რაც შეეხება იმას, რომ არ გავუფრთხილებივართო, დილით ვიყავით 11:00 საათზე გადასულები, 5 წუთის საქმე იყო, რომ ჩამოეხსნათ მანდ ბანერი და მიუხედავად ამისა არ ჩამოხსნეს და საღამოს 04:00 საათისთვის მხოდა საჯარიმო ოქმის დაწერა“ - აღნიშნა ზვიად წაქაძემ.     

დღის ამბები