20 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
თბილისში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულ მამაკაცს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

18 წლის მამაკიცი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, იგოროყვას საუნივერსიოტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას გულ-მკერდის დახურული ტრამვა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  

“ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, დაუდგინდა გულ-მკერდის დახურული ტრამვა, მარცხნივ ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსდება ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში და სავარაუდოდ გაუკეთდება ოპერაცია,“ - განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა ანი დალაქიშვილმა.   

შეგახსენებთ, რომ თბილისში კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ავტორი:სოფო ვარდიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები