20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ხიჭაურის სკოლის სასულიერო პირებს შეურაცხმყოფელ განცხადებებში ადანაშაულებენ

ხიჭაურის სკოლაში გასულ კვირას კონფლიქტი მოხდა, რისი მიზეზიც სასწავლებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და პედაგოგის წასვლა იყო, რომელსაც მოსწავლეთა პროტესტი მოჰყვა, შემდეგ კი დაპირისპირება ადმინისტრაციასთან და მშობელთა პროტესტი. ეს სკოლა სხალთის ეპისკოპოსის სპირიდონის მზრუნველობის ქვეშაა.

2016 წლის 20 იანვარს ახლადდანიშნულმა დირექტორმა სამონაზვნე ბარბარემ დააკმაყოფილა სკოლის სასწავლო ნაწილის ნუგზარ ზოსიძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. ეს ფაქტი მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პედაგოგზე ზეწოლად შეაფასეს და უმიზეზოდ დაჩაგრულის დასაცავად საპროტესტო ტალღა ააგორეს.

ორდღიან გაფიცვას სასწავლო პროცესის ჩაშლა მოჰყვა. სკოლის ადმინისტრაციამ სიტუაციის დარეგულირების მიზნით მშობელთა საერთო კრება მოიწვია, თუმცა სასულიერო პირების მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

გათავისუფლებულ პედაგოგს იმედი აქვს, რომ საპატრიარქოდან დაუკავშირდებიან და მომხდარის დეტალებში გარკვევას შეეცდებიან.

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები