საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2 დღის წინ შვეიცარიიდან დაბრუნდა, სადაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება გაიმართა.
შეხვედრაზე ბევრი თემა განიხილეს, თუმცა საქართველოსთვის ბევრი არაფერი შეცვლილა-პატრიარქი აცხადებს, რომ ქვეყანა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას ისევ ძველი თარიღებით გააგრძელებს.
შემდეგი მსოფლიო საეკლესიო კრება 16 ივნისს, კუნძულ კრეტაზე ჩატარდება.
შვეიცარიაში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქიც, რომელმაც ღიად გააკრიტიკა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში ჩადიან.
ავტორი:თენგო გოგოტიშვილი