20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მაღაზია დაიწვა

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მაღაზია დაიწვა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა იყო მობილიზებული. 

არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

მაღაზიის მეპატრონე დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ზარალი 20 000 ლარს აჭარბებს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 2014 წელს ათობით მაღაზია დაიწვა, მაშინ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები