მიწები რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან რამდნეიმე კილომეტრში მდგებარეობს სოფელ მეორე ქეშალოს მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით დახნა, მაგრამ მათ ხორბლის დათესვის საშუალებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევს და 250 კაციანი კოოპერატიოვი, რომელიც მიწის შენარჩუნების და მოსავლის მიღების მიზნით შეიქმნა, დაშლის ზღვარზეა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზოგიერთმა მოსახლემ უკანასკნელი საქონელი და გაყიდა იმისათვის, რომ მიწა დაემუსავებინათ.
მიწები სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა 1991 წლიდან უვადო სარგებლობის უფლებით მერაბ კოსტავას ფონდზეა გაფომებული. სოფლის მაცხოვრებლებმა სწორედ ფონდთან გადაწყვიტა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და 250 კაციანი კოოპერატივი ხატულაც დააფუძნეს, თუმცა მალევე საკითხში ადგილობრივი ხელისუფლების წამრომადგენლები ჩაერთვნენ. მერაბ კოსტავას ფონდის იურისტი აცხადებს, რომ ის გამგეობიდან გამოაგდეს.
გამგეობაში განმარტავენ, რომ ფონდი მიწას თვითნებურად ესაკუთრება და მასზე არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნია.
იგივე პრობლემები შეექმნა მერაბ კოსტავას ფონდს რამდენიმე კილომეტრში მდებარე 70 ჰექტარ მიწაზე. როგორც ფონდში აცხადებენ, აღნიშნული პრობლემების უკან ქართული ოცნების საპარლამენტო დეპუტატი ბახირ დარზიევი დგას.
ფონდი საკუთარი უფლებების თვის ბრძოლას სასამართლოში აპირებს.