20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალმა ოპერაში მისვლა მხოლოდ დღეს, პრეზიდენტის მიწვევით შეძლო

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გუშინ გაიხსნა. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ გახსას ვერ დაესწრო ზაქარია ფალიაშვილის უშუალო შთამომავალი, რომელმაც ფალიაშვილის სახლი, სახელმწიფოს გადასცა, მაგრამ მათ მოსაწვევბი არ შეხვდათ.

ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალი თამარ ჩხეიძე ოპერაში დღეს პირადად პრეზიდენტმა გიროგი მარგველაშვილმა დაპატიჟა.

თბილისის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სახმატვრო ხელმძხვანელის თქმით, მოსაწვევები მხოლოდ იმ ადამიანებს დაურიგდათ, "ვინც ყველაზე მეტად ელოდნენ ამ დღეს."  

“აუდიტორია რა თქმა უნდა შევარჩიეთ, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე მაგრამ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ იმ ხალხზე ვინც ამას დღეს ყევლაზე მეტად  ელოდა, ესენი არიან ჩვენი მომღერლები, ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივი, ღვაწლმოსილი მომღელები, დამსახურებული არტისტები, მთელი თეატრალური სამყარო მაქსიმალურად. უბრალოდ ჩვენი საზოგადოება იმდენად დიდია, რომ ამ პატარა დარბაზში ამ დიდი საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ყველა ვერ მოხვდებოდა, მაგრამ ყევლაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველამ ნახოს“ - განაცხადა დავით კინწურაშვილმა.

ავტორი: თეა ადეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები