09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტს მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა

უკრაინაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. მისი ვიზიტი შეერთებული შტატების მიერ უკრიანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, აშშ უკრაინულ ჯარს არასაბრძოლო ტექნიკას გადასცემს.

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა მოსკოვის კრიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ლუკაშევიჩის თქმით, თუ ვაშინგტონი იარაღით დახმარების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

პარალელურად, წუხელ უკრაინის რადაში წარმატებით დასრულდა კოალიციური მოლაპარაკებები. ხუთივე პარტიამ კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოახდინა.

დღის ამბები