09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ერთი წელი ევრომაიდნიდან

დილიდან კიევის ცენტრში მაიდნის დაწყების წლისთავს აღნიშნავენ.

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შეაჩერა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გამოსვლები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თებერვლის ბოლოს კი სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ის დღეს რუსეთს აფარებს თავს.

უკრაინაში იმყოფება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი. ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხდა. 

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა რუსეთი კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და პირადად ვლადიმერ პუტინს მოუწოდა გააკეთოს ის, რაც მას ევალება – გაიყვანოს უკანონო სამეხედრო ფორმირებები უკრაინის ტერიტორიიდან და ხელი შეუწყოს ვითარების სტაბილიზაციას.

დღის ამბები