09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
სფრანგეთი რუსეთისთვის მისტრალის გადაცემაზე პოზიციას არ ცვლის

რუსეთს მისტრალის მიღებისთვის აუცილებელი პირობები არ შეუსრულებია, - ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ლორან ფაბიუსის განმარტებით, ამაზე მეტყველებს ბოლო მოვლენები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარდება.

საფრანგეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისტრალის რუსული მხარისთვის გადაცემის ბოლო ვადები კონტრაქტშია განსაზღვრული. თუმცა თარიღი მინისტრს კვლავ არ დაუსახელებია.

ფაბიუსის განცხადებით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, 28 ნოემბერს რუსეთისთვის აგებული შვეულმფრენმზიდის პორტ კრონშტადტში გადაყვანა იგეგმება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანსუა ორლანდმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები