09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ექსტრემისტებს მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ჩაეშალათ

საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვაში ექსტრემისტული ორგანიზაციის "ანტიფას" წევრები დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

დაკავებულთა ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა იარაღთან, მობილურ ტელეფონებთან და ფულთან ერთად, სამთავრობო დაწესებულებების, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დეტალური გეგმებიც აღმოაჩინეს.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პრორუსული პარტიის ლიდერმა, რომელსაც სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, მოლდოვა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 30 ნოემბერს გაიმართება. 

დღის ამბები