09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
უკრაინამ დსთ-დან გასვლისთვის მზადება დაიწყო - შესაბამისი კანონპროექტი რადაში შევიდა

უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლას აპირებს. დსთ-ს წევრობის შეჩერების შესახებ კანონპროექტი იულია ტიმოშენკოს პარტიის "ბატკივჩინისა" და პეტრო პოროშენკოს ბლოკის ავტორობით მომზადდა და რადაში ის უკვე დარეგისტრირდა.

უკრაინა დსთ-ს წევრი 1991 წლის 10 დეკემბერს გახდა. თუმცა ქვეყანას ორგანიზაციის წესდების რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

14 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთთან, დსთ-სა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის საკითხებში ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსიც გააუქმა. პეტრო პოროშენკომ კი ორგანიზაციიის აღმასრულებელი კომიტეტიდან ქვეყნის წარმომადგენელიც გაიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები