03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
კულტურის სამინისტროს საქმიანობა "ყავის სმით" გააპროტესტეს

"ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებითა და კულტურის სამინისტროს შენობასთან ქუჩაში ყავის სმით „საყდრისის გადარჩენის კომიტეტმა“ და მოქალაქეთა ჯგუფმა სამინისტროს მუშაობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სამინისტრომ მხოლოდ ყავის შესყიდვაზე 2013 წელს 10 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, რომ 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ყავის შესყიდვაზე 10 ათას 393 ლარი, ალკოჰოლური სასმელების შესყიდვაზე 35 ათას ლარზე მეტი, აქედან სასმელ „ბრენდის“ შესყიდვაზე კი 10 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს ბევრი განუხორციელებელი პროექტი აქვს და ჯობია ფული, ყავის და სხვა სასმელების შესყიდვის ნაცვლად, ამ პროექტებზე დახარჯოს.

მოქალაქეების კრიტიკას უპასუხა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა, თითქმის ყოველდღე რეგიონებში დადის და ვერ მიიღებს აქციის მონაწილეობის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არაფერს აკეთებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები