01 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
სეტყვამ და ქარიშხალმა მანავი და ბურდიანი დააზარალა - რაიონში ზარალს ითვლიან

სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან საგარეჯოს რაიონში. ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა სოფლები, მანავი და ბურდიანი დააზარალა. თითქმის 100 პროცენტით განადგურდა ვენახები და ხორბლის ნათესები. დაზიანდა სიმინდი და ბოსტნეული. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს, ადგილობრივების თქმით, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში არ მისულა.

დაზარალებულებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ადგილზე პრემიერის ჩასვლასა და მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას მოითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიით მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს.

„პრემიერი კვირიკაშვილი თვითონ ჩამოვიდეს ადგილზე, ნახოს ეს საშინელი მდგომარეობა და მთავრობას იმიტომ აქვს სარეზერვო ფონდი, რომ უნდა გამოიყოს ძალიან სერიოზული თანხები,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები