14 ოქტომბერი 2024,   18:34
ვრცლად
"ცეცხლოვანი ბურთი" ცაში - მზის იშვიათი დაბნელების ხილვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი

აპრილის მზის დაბნელების შემდეგ, 2024 წლის რიგით მეორე მზის დაბნელების ხილვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა მზის დაბნელების ეს ტიპი იმდენად იშვიათია, რომ მისი ხილვა დედამიწის მაცხოვრებლების ძალიან მცირე ნაწილს შეეძლება. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ასტრონომების განმარტებით, ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მზის რგოლისებრი დაბნელება იქნება. მოვლენა "ცეცხლოვანი ბურთის" სახელწოდებით არის ცნობილი.

სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენის ხილვა დედამიწის მხოლოდ მცირე ნაწილში იქნება შესაძლებელი. მზის დაბნელების ნახვა არგენტინისა და ჩილეს სამხრეთ წვერებიდან და წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღდგომის კუნძულიდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მზის დაბნელების ნაწილობრივ ხილვა შეეძლებათ სამხრეთ ამერიკის სხვა ნაწილებში, მათ შორის, ბრაზილიაში, ეკვადორიში, პარაგვაისა და პერუში, ასევე - ჰავაიზე და ახალ ზელანდიაში.

რაც შეეხება "ცეცხლოვან ბურთს", ამ მოვლენის ხილვა, დაახლოებით, 175 000 ადამიანს შეეძლება.

დღის ამბები