03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
სახალხო დამცველს პროკურატურასთან კითხვები აქვს

სახალხო დამცველს პროკურატურასთან კითხვები აქვს. ეს და სხვა პრობლემატური საკითხები მას იმ ანგარიშში აქვს ასახული, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ წუთებში აცნობს.  

2014 წლის ანგარიშში ნანუაშვილმა ყველაზე დიდ ყურადღება პროკურატურას დაუთმო და განაცხადა, რომ კითხვებს პროკურატურის მიმართ სწორედ ამ სისტემის ჩაკეტილობა ამძაფრებს. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება. დოკუმენტში ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ამ ფაქტების არაეფექტური გამოძიება.   

ნანუაშვილის თქმით, 2014 წელს ასევე გამოკვეთილია განთავისუფლებების ტალღა თვითმმართველობებში და ანგარიშში ამ საკითხზეც არის ყურადღება გამახვილებული. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ის ასევე ეხება პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის თემას, კერძოდ კი, საკანონმდებლო ინიციატივაში სახალხო დამცველის წინადადების გაუთვალისწინებლობის შესახებ ე.წ. გასაღებთან მიმართებით.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ნანუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობისა და რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემებზეც ილაპარაკა. ეს საკითხები ასევე ასახულია მის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიში შეაფასა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და აღნიშნა, რომ მასში საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი. 

დღის ამბები