03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ემხრობა

შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა მისაღებია სახალხო დამცველისთვის. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროს დაყოფა სხვადასხვა ფუნქციის შესაბამისად, სისტემას უფრო დაბალანსებულს გახდის.

მისი თქმით, წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სისტემა იყო ძალიან მონოლითური და დიდი. იმის საჭიროება, რომ ეს უკანასკნელი დაიშალოს რამდენიმე უწყებად, ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც უფრო მეტად ბალანსირებული იქნება სისტემა და უფრო მეტი ელემენტი გაჩნდება სისტემის სამოქალაქო მონიტორინგისა, ჩვენ უფრო მეტად შევძლებთ დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რისკენაც მივისწრაფვით,” - განაცხადა სახალხო დამცველმა „კურიერთან" საუბრისას.  

ამავე თემაზე
დღის ამბები