03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები მკაცრდება

გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები მკაცრდება. ფეხით მოსიარულეთათვის ეს ჯარიმა 80 ლარი იქნება, სახლიდან ნარჩენების გადაყრისთვის - 100, მანქანიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარი.

თუ ნაგვის ოდენობა ორ კილოგრამს აღემატება, ჯარიმის ოდენობაც გაიზრდება. 50 ლარით კი ის მოქალაქეები დაჯარიმდებიან, რომლებიც საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალიებს ქუჩაში დატოვებენ.

ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში” შედის. ინიციატორი გარემოს დაცვის სამინისტროა.

დღის ამბები