03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!” - აქცია კახეთში (ფოტო)

„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!” - ამ ლოზუნგით აქცია ყვარლის რაიონში გაიმართა.

ადგილობრივებმა რუსული მაისურებით წარწერით - „რუსეთი და საბჭოთა კავშირი,” აქცია გამართეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის ჩაშლა სცადეს.

მანამდე ამ ადგილას 10 არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობდა, რომლებმაც დაღესტანის საზღვართან გზის მშენებლობა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და იმ საფრთხეზე ილაპარაკეს, რაც შეიძლება ამ გზის აღდგენას მოჰყვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები